სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ბაზირებული ჰიბრიდული ავიაგადამზიდავი Air Premia ბილეთებს ყიდის პირველ საინაუგურავიო რეისზე, რომელიც სეულის ინჩეონის საერთაშორისო აეროპორტიდან ლოს-ანჯელესის მიმართულებით 29 ოქტომბერს შესრულდება.

ჰიბრიდული გადამზიდავია ავიაკომპანია, რომელსაც აქვს დაბალბიუჯეტური ბიზნესსტრატეგია, თუმცა მომხმარებელს პრემიუმ ხარისხის სერვისს სთავაზობს. ამერიკული გადამზიდავი JetBlue ჰიბრიდული ავიახაზების მაგალითია.

Air Premia სეული-ლოს-ანჯელესის მიმართლებაზე რეისებს 309-ადგილიანი Boeing 787-900 Dreamliner ტიპის საჰაერო ხომალდით კვირაში ხუთი სიხშირით შეასრულებს. მგზავრებს არჩევანის გაკეთება პრემიუმ-ეკონომ კლასის და ჩვეულებრივი ეკონომ-კლასის ბილეთებს შორის შეუძლიათ.

ფრენები ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარრასკევს, შაბათს და კვირას შესრულდება.
Air Premia 2017 წლის ივლისში დაფუძნდა და ოპერირებს სლოგანით – „კომფორტი, რომლითაც ყველას შეუძლია ისიამოვნოს“.