Singapore Airlines-ის ეკიპაჟის წევრები შვილის გაჩენის შემდეგ მუშაობის გაგრძელებას შეძლებენ. ავიაკომპანიის ახალი რეგულაციებით, ეკიპაჟის წევრები, დაფეხმძიმების შემდეგ სახმელეთო სამსახურებში სხვადასხვა პოზიციაზე იმუშავებენ და ფრენას შვილის გაჩენის შემდეგ დაუბრუნდებიან.

მანამდე ეკიპაჟის წევრები, დაფეხმძიმების შემთხვევაში უხელფასო შვებულებაში უშვებდნენ, ხოლო შვილის გაჩენის შემდეგ, მათ კონტრაქტი უწყდებოდათ. კომპანია მათ სახმელეთო სამსახურებში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას არ აძლევდა.

Singapore Airlines-ის ახალი გადაწყვეტილება ძალაში მიმდინარე წლის ივლისიდან შევიდა. ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ ახალი რეგულაციის მიზანია ეკიპაჟის წევრების მხარდაჭერა დაფეხმძიმების შემდეგ. ფეხმძიმობის პერიოდში ბორტგამცილებლები სახმელეთი პოზიციებზე იმუშავებენ, მშობიარობიდან 16 კვირაში კი შეძლებენ, ფრენას დაუბრუნდნენ.