მშენებარე ლაჩინის აეროპორტის ტერიტორიაზე ამ დროისათვის მიწის სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ Baku Expo Center-ში შპს AzVirt-ის გენერალური დირექტორის მრჩეველმა ჯეიჰუნ საფაროვმა განაცხადა.
მისივე თქმით, რთული რელიეფის გამო, ლაჩინში მიწის სამუშაოები დიდხანს გრძელდება.
„ლაჩინი ითვლება რთული რელიეფის მქონე ტერიტორიად. მიგვაჩნია, რომ 2024 წლის ბოლოს – 2025 წლის დასაწყისში დასრულდება ჩვენი კომპანიის მიერ ლაჩინის აეროპორტში განხორციელებული სამუშაოები. ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ ყველა სამუშაო დასრულდეს დროულად“, – განაცხადა საფაროვმა.
მან აღნიშნა, რომ კომპანია აეროპორტის მშენებლობის სამ ძირითად მიმართულებაშია დაკავებული.
“ეს არის ასაფრენი ბილიკი, პლატფორმის მოედანი და გზამკვლევი ბილიკები”, – თქვა საფაროვმა.