ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში მანქანების შესვლის გადახდის წესი შეიცვალა.

ABC.AZ-ის ცნობით, ახლა აეროპორტის შესასვლელში პირველი 15 წუთის საფასური არ დაგერიცხებათ.

თუ მანქანა აეროპორტის ტერიტორიაზე 15 წუთზე მეტ ხანს დაჰყოფს, მაშინ მფლობელს საკომისიო დაერიცხება.

აღსანიშნავია, რომ წესების შესაბამისად, აქამდე აეროპორტში შესვლის საფასური ირიცხებოდა დროის ნებისმიერ ინტერვალზე. ამან ავტომობილების მფლობელების უკმაყოფილება გამოიწვია. ახლა კ ახალი წესით ისარგებლებენ, ტაქსის სერვისით მომწოდებელი მანქანებიც.

პარალელურად, აეროპორტში პარკირების ახალი ფასები გამოცხადდა. ამ ფასების მიხედვით, გადახდა არის 1 მანეთი 0-2 საათის განმავლობაში, 2 მანათი 2-4 საათის განმავლობაში, 3 მანათი 4-6 საათის განმავლობაში, 4 მანათი 6-12 საათის განმავლობაში და 5 მანათი 12-24 საათის განმავლობაში.