რა სახის მომსახურებით სარგებლობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მგზავრები.
🛫 ავიაბილეთის დაჯავშნისას, აუცილებლად აცნობეთ თქვენს ავიაკომპანიას ან ტურისტულ სააგენტოს, რომ გესაჭიროებათ დახმარება აეროპორტში.
🛂 ავიაკომპანია ან ტურისტული სააგენტო, რომელმაც დაგიჯავშნათ ავიაბილეთი მიაწოდებს საჭირო ინფორმაციას აეროპორტის შესაბამის სამსახურს. მოთხოვნის წარდგენა უნდა მოხდეს რეისის გაფრენამდე სულ მცირე 48 საათით ადრე.
▶️ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მგზავრთათვის ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე გათვალისწინებულია შემდეგი სახის მომსახურება:
✔️სარეგისტრაციო / საინფორმაციო დახლი.
✔️წვდომა საზოგადოებრივ ობიექტებთან.
✔️ დახმარება გაფრენის დარბაზში.
✔️ დახმარება რეგისტრაციის და უსაფრთხოების შემოწმების დროს.
✔️დახმარება ბარგის აღებისას.
✔️დახმარება თვითმფრინავში ჩასხდომის და თვითმფრინავის ჩამოსვლის დროს.
✔️დახმარება საბაჟო და საიმიგრაციო პროცედურების გავლისას.
✔️სველი წერტილები, კაფეტერიები, მაღაზიები მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მგზავრებზე.