ევროპულმა კოსმოსურმა კორპორაციამ Airbus SE-მ 2023 წლის მესამე კვარტალში წმინდა მოგება 21%-ით გაზარდა, ხოლო შემოსავალი 12%-ით.

Airbus-მა დაადასტურა, რომ ის ელოდება თავის მიზნის მიღწევას – 720 კომერციული თვითმფრინავის მიწოდებას 2023 წელს. მიმდინარე წლის ცხრა თვის განმავლობაში კომპანიამ მომხმარებელს უკვე გაუგზავნა 488 თვითმფრინავი.

”ჩვენს თვითმფრინავებზე მოთხოვნა რჩება ძალიან ძლიერი და ვხედავთ განახლებულ ზრდას ფართო ფუჟელაჟის მქონე თვითმფრინავებზე. ჩვენ ველით, რომ მიწოდების ჯაჭვის სიტუაცია კვლავ გამოწვევად დარჩება“, – თქვა Airbus-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიომ ფორიმ.

როგორც Airbus-ის პრესრელიზშია ნათქვამი, კომპანიის წმინდა მოგებამ ბოლო კვარტალში 806 მილიონი ევრო შეადგინა, მაშინ როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მოგება 667 მილიონი ევრო იყო. კორექტირებული EBIT, კომპანიის მუშაობის მთავარი მაჩვენებელი, ასევე გაიზარდა 21%-ით და მიაღწია 1,01 მილიარდ ევროს.

Airbus-ის კვარტალურმა შემოსავალმა 14,9 მილიარდი ევრო შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი13,31 მილიარდ ევრო.

ექსპერტების კონსენსუსის პროგნოზი, რომელიც თავად კომპანიამ წარმოადგინა, ვარაუდობს, რომ მისი წმინდა მოგება მესამე კვარტალში იქნება 837 მილიონი ევრო, კორექტირებული EBIT – 1,14 მილიარდი ევრო, შემოსავალი – 15,1 მილიარდი ევრო.

კომერციული თვითმფრინავების სეგმენტში შემოსავალი 22%-ით  გაიზარდა და 11,16 მილიარდი ევრო შეადგინა, ხოლო ვერტმფრენების განყოფილებაში 17%-ით შემცირდა 1,47 მილიარდ ევრომდე. კომპანიის შემოსავალი თავდაცვისა და კოსმოსური სეგმენტში 2%-ით შემცირდა და 2,48 მილიარდ ევროს შეადგენდა.

იმავდროულად, კომპანიამ შეინარჩუნა შესწორებული EBIT პროგნოზი ამ წლისთვის 6 მილიარდ ევროზე.