ესპანეთის ქალაქ სან სებასტიანის ხელისუფლებამ გადაწყვიტა შემოიღოს შეზღუდვები ვიზიტორებისთვის – ეს ყველაფერი იმისთვის, რომ გაუმკლავდნენ ოვერტურიზმს.
ერთ-ერთი წინადადებაა ახალი სასტუმროებისა და დასასვენებელი სახლების მშენებლობის აკრძალვა. უცხოელების მიღება მხოლოდ უკვე გახსნილ სასტუმროებში იქნება შესაძლებელი. ეს ნიშნავს, რომ ადგილების რაოდენობა შეიზღუდება და ფასები გაიზრდება.
ტურისტების დიდმა ნაკადმა სან სებასტიანში უარყოფითი შედეგები გამოიწვია: ადგილობრივი სამზარეულოსა და კულტურის ხარისხის გაუარესება. ადგილობრივი მოსახლეობა სულაც არ არის კმაყოფილი ვიზიტორებით.