ავიაკომპანია Turkish Airlines-მა აეროპორტ „სტამბოლში“ ფრენებზე თვითრეგისტრაციის სერვისი აამოქმედა. რეგისტრაციის დახლებთან ავიაკომპანიის თუ აეროპორტის თანამშრომლები აღარ დგანან, სამაგიეროდ დგანან სენსორული პანელები და მგზავრებს თავდაუზოგავად ემსახურებიან.
ახლა ავიაკომპანიის მგზავრებს შეუძლიათ დამოუკიდებლად დაასკანერონ თავიანთი პასპორტები, მიიღონ ჩასხდომის ბარათები, ჩააბარონ ბარგი, დააკრან ეტიკეტები და გაგზავნონ ჩანთები კონვეიერზე.
შეგახსენებთ, რომ ადრე სტამბოლის Sabiha Gokcen-ის აეროპორტში, თურქული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pegasus Airlines-ის მგზავრებისთვის, ბარგის თვითმომსახურების სისტემა ამოქმედდა.