სლოვაკეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეს/მესამე ქვეყნის მოქალაქეს შესვლა შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ ფლობს სლოვაკეთში ცხოვრების/მუშაობის უფლებას ან არის სლოვაკეთის მოქალაქის ან სლოვაკეთში ცხოვრების/მუშაობის მქონე პირის ოჯახის წევრი, ასევე სლოვაკეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები.
სლოვაკეთის რესპუბლიკას ქვეყნები დაყოფილი აქვს სამ კატეგორიად: წითელი ზონა/მაღალი რისკის ქვეყნები (საქართველო ამ სიაშია), ყვითელი ზონა (მიმდინარეობს მუდმივი დაკვირვება, რისკის ზონა), მწვანე ქვეყნების/დაბალის რისკის ქვეყნების სია. თუ მესამე ქვეყნის/საქართველოს მოქალაქე შედის მწვანე ზონის ქვეყნიდან ამ შემთხვევაში, მას ვალდებულება აქვს ქვეყანაში შესვლისთანავე დარეგისტრირდეს შემდეგ ვებ-გვერდზე: www.korona.gov.sk. გაიაროს 5 დღიანი თვითიზოლაცია და მეხუთე დღეს ჩაიტაროს PCR ტესტი, თუ მოქალაქე შედის სლოვაკეთში ყვითელი ზონის ქვეყნიდან მას აქვს ვალდებულება წარადგინოს ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული ტესტი და დარეგისტრირდეს ამავე ვებ გვერდზე, თუ მოქალაქე ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდა მაღალი რისკის ანუ წითელი ზონის ქვეყანაში, ასეთ შემთხვევაში აქვს ვალდებულება წარადგინოს ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული ტესტი და დარეგისტრირდეს ამავე ვებ-გვერდზე www.korona.gov.sk გაიაროს 5 დღიანი თვითიზოლაცია და შემდეგ PCR ტესტი.
იმ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ წითელი ზონის/მაღალი რისკის ქვეყნებში, სლოვაკეთში ჩასვლა შეუძლიათ მხოლოდ ავსტრიის, პოლონეთის და/ან ჩეხეთის გავლით (ცნობისთვის: ჩეხეთი სლოვაკეთს წითელ ზონაში ყავს შეყვანილი).
სლოვაკეთის ტერიტორიაზე პირდაპირი საჰაერო გზით დაბრუნების შემთხვევაში ზემოთ მოცემულ ვებ-გვერდზე დარეგისტრირება წინასწარ არის სავალდებულო.
ქვეყნების ზონებად დაყოფის შესახებ ინფორმაცია იცვლება ყოველდღიურ რეჟიმში, აქტუალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: https://www.mzv.sk/cestovanie/covid19/obmedzenia-na-hraniciach.
30 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, სლოვაკეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ჩატარდა კოვიდ ანტიგენ ტესტების მეშვეობით მოსახლეობის უფასო ტესტირების პირველი ეტაპი. ტესტირება ნებაყოფლობითი იყო, თუმცა პირი რომელიც უარს განაცხადებდა ტესტირებაზე ვალდებულია 2020 წლის 14 ნოემბრამდე იყოს თვითიზოლაციაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაეკისრება ჯარიმა 1659 ევროს ოდენობით. სულ აღნიშნულ პერიოდში ტესტირება გაიარა 3 625 332 პირმა. აქედან მხოლოდ 38 359 პირს (ანუ ტესტირებულთა 1,06 პროცენტს) დაუდასტურდა ინფექცია.
ხელისუფლების თავდაპირველი გეგმის მიხედვით, სლოვაკეთის მთელს ტერიტორიაზე ტესტირება უნდა ჩატარებულიყო ორ ეტაპად. ტესტირების მეორე ეტაპი 6-8 ნოემბერს იყო დაგეგმილი, თუმცა ინფიცირების დაბალი მაჩვენებლის გათვალისწინებით, განმეორებითი ტესტირება ჩატარდა ქვეყნის მხოლოდ შედარებით მაღალი რისკის რაიონებში განმეორებითი ტესტი 2 044 855 პირმა ჩაიტარა, საიდანაც მხოლოდ 13 509 პირს (0,66 პროცენტი) დაუდგინდა ინფექცია.
სლოვაკეთში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობის პირველი დონე და 2020 წლის 24 ოქტომბერიდან მოხდა ქვეყნის ე. წ. „ნაწილობრივი ჩაკეტვა,“ რაც გულისხმობს შემდეგი შეზღუდვების შემოღებას: სავალდებულოა ქუჩაში ნიღბის ტარება(გარდა ტყეებისა და პარკებისა, თუმცა ამ შემთხვევაში სავალდებულო ხდება ხუთ მეტრიანი დისტანციის დაცვა) გაუქმდა ყველა მასობრივი ღონისძიება (გამონაკლისი იქნება მხოლოდ ქორწილები, ნათლობები და პანაშვიდები, ისიც გარკვეული შეზღუდვით), რესტორნებსა და კაფეებს აეკრძალათ მომსახურება დახურულ სივრცეში (მათ საქმიანობა შეუძლიათ განახორციელონ მხოლოდ ღია სივრცეში), დაიხურა აუზები და ფიტნეს-ცენტრები, მაღაზიებისა და სავაჭრო ცენტრებში მყიდველთა რაოდენობა შემოიფარგლება ერთი ადამიანით 15 კვადრატულ მეტრზე.
2020 წლის 24 ოქტომბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით, სლოვაკეთის მთელს ტერიტორიაზე მოქმედებს კომენდანტის საათი. კომენდანტის საათის დროს დასაშვებია მხოლოდ შემდეგი სახის გადაადგილება:
1. ღამის 1-დან 5-მდე საათამდე მონაკვეთში გადაადგილება;
2. სამსახურში წასვლა ან ბავშვის სკოლაში წაყვანა;
3. ექიმთან ვიზიტი ან ტესტირებაზე წასვლა;
4. ახლო ადამიანის პანაშვიდზე დასწრება ან ახლობელი ადამიანის მოვლის მიზნით გადაადგილება;
5. სახლთან ახლოს მდებარე პროდუქტის მაღაზიის ან აფთიაქის მონახულება;
6. ძაღლის გასეირნება სახლიდან 100 მეტრის მანძილზე;
7. ფოსტის, ბანკის, სადაზღვევო კომპანიის, ქიმწმენდის, ბენზინ გასამართი სადგურის ან მანქანის სერვისის მომსახურეობით სარგებლობა.
დაწესებული შეზღუდვების არ გათვალისწინების შემთხვევაში, ნებისმიერი პირი დაჯარიმდება 1659 ევროს ოდენობის ჯარიმით.
რაც შეეხება სასწავლო პროცესს, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ სკოლაში ივლიან მხოლოდ პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით მოსწავლეები, ასევე ბაღის ასაკის ბავშვები. ამასთან, დაწყებითი კლასების ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო ხდება ნიღბის ტარება სკოლაში ყოფნის მთელი პერიოდის მანძილზე. დანარჩენი მოსწავლეები 26 ოქტომბრიდან 27 ნოემბრამდე პერიოდში გადასული არიან სწავლების ონლაინ რეჟიმზე.
სლოვაკეთის ხელისუფლების მიერ ოქტომბრის ბოლოს ნოემბრის დასაწყისში ჩატარებული ტესტირებას ანალოგი არ გააჩნია ევროპაში და გარკვეულწილად კოვიდ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის უპრეცედენტო ექსპერიმენტს წარმოადგენს. ქვეყნის მასშტაბით 10 წლის ზემოთ მოსახლეობის 97%-ს ჩაუტარდა ტესტირება. ტესტირების ჩასატარებლად მობილიზებული იყო 40 000 პირი, აქედან 15 000 სამედიცინო მუშაკი, 8 000 სამხედო მოსამსახურე, ასევე სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტები და მოხალისეები. ქვეყნის მასშტაბით გახსნილი იყო 5000 ტესტის ჩასატარებელი ლოკაცია. საშუალოდ თითოეულ ლოკაციაზე საათში 35 ტესტი ტარდებოდა. აღსანიშნავია, რომ სლოვაკეთის ხელისუფლებამ ტესტირებისათვის საჭირო ინვენტარი სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში შეიძინა. კერძოდ შეძენილი იქნა 187 200 ანიგენ-ტესტის პაკეტი (დაახლოებით 13 მილიონი ტესტი), 40 800 მაღალი ხარისხის ნიღაბი, 14 096 რესპირატორი, 467 900 ერთჯერადი ხელთათმანი, 7 045 ფეხის დამცავი საფარი და ამავე რაოდენობის თავის დამცავი საფარი.
ტესტირების შედეგად გამოვლენილი ინფიცირებული პირები გადაყვანილი იქნენ თვითიზოლაციაში, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში მოხდა მათი ჰოსპიტალიზაცია. აღნიშნულმა გარემოებამ საგრძნობლად შეამცირა სლოვაკეთში კოვიდ ინფექციის გავრცელების მეორე ტალღა. თუკი ტესტირების დაწყებამდე ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 3000 აღემატებოდა, ტესტირების შემდეგ ეს მაჩვენებელი 1000-მდე შემცირდა.