ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს მგზავრთნაკადი 28%-ით გაეზარდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-ივნისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 234 ათას 774 მგზავრს მოემსახურა, 2017 წლის იანვარ-ივნისში კი 183 ათას 683 მგზავრს, შესაბამისად ზრდამ 27.81%-ი შეადგინა.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2018 წლის ექვს თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რეგულარული და არარეგულარული რეისებით 146%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა, ვიდრე 2016 წლის ექვსი თვის მაჩვენებლებით.