საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 31%-ითაა გაზრდილი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის ექვს თვეში საქართველოს აეროპორტები, რეგულარული და არარეგულარული რეისებით სულ 2 მლნ 103 ათას 149 მგზავრს მოემსახურა, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 მლნ 608 ათას 32 მგზავრს. შესაბამისად ზრდამ 30.79%-ი შეადგინა.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2018 წლის იანვარ-ივნისში 2016 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით საქართველოს აეროპორტები 94.23%-ით მეტს მგზავრს მოემსახურა.