დღეიდან, ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში “იუნიქის“ შემდეგ, “მედდიაგნოსტიკის” COVID-ტესტირების პუნქტი ამოქმედდა. მგზავრებს COVID-19-ზე ტესტირების ჩატარება ჩამოფრენის დარბაზში შეუძლიათ.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრს სამი სახის Covid 19-ის PCR კვლევის ჩატარება შეუძლია: სიახლეა ნერწყვით Covid -19 ის PCR ტესტ, რომლის ღირებულება 200 ლარია და პასუხს გზავრი აეროპორტშივე 90 წუთში მიიღებს. ასევე, ტარდება: Covid -19 ის PCR ტესტი (ცხვირ-ხახის ნაცხი პასუხი 8 საათში) ფასი -70 ლარს შეადგენს, Covid -19 ის PCR ტესტი ცხვირ-ხახის ნაცხი (3-4 საათში) ფასია -120 ლარი. რაც შეეხება ანტიგენზე დაფუძნებულ სწრაფ ტესტს, Covid -19 ის სწრაფი ტესტი (Ag) მეთოდით – 30 ლარი ღირს.
რაც შეეხება “იუნიქის“ ტესტირების პუნქტს, ის აეროპორტის გარე პერიმეტრზე, ჩამოფრენის დარბაზთან მდებარეობს. სწრაფი ტესტის ღირებულება იუნიქში – 40 ლარი; PCR ტესტი – 80 ლარი, ხოლო სწრაფი ანტიგენ ტესტი 40 ლარი ღირს.