ოდესა-ქუთაისის შემდეგ, უკრაინული „ლოუკოსტერი“ SkyUp Airlines-ი ქუთაისის მიმართულებით კიდევ ერთი უკრაინული ქალაქიდან იფრენს.

ავიაკომპანია ხარკოვი-ქუთაისი-ხარკოვის მარშრუტზე ოპერირებას 2 ივნისიდან შეუდგება და კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს იფრენს.

SkyUp Airlines-მა ხარკოვი-ქუთაისის ავიარეისებზე ავიაბილეთების რეალიზაცია უკვე დაიწყო და ერთი გზის ღირებულება (ბარგის გარეშე) 2 210 გრივნადანაა.

აღსანიშნავია, რომ SkyUp Airlines-მა უკვე დაანონსა და ოდესა-ქუთაისის მარშრუტზეც ოპერირებას ივნისის დასაწყისიდან იწყებს.

შეგახსენებთ, რომ SkyUp-მა ექსპლუატანტის სერტიფიკატი 2018 წლის მაისში მიიღო და ოპერირებასაც უმალვე შეუდგა. იმ დროისათვის SkyUp-ის ავიაფლოტი 2 თვითმფრინავს აერთიანებდა, წლის ბოლომდე კი მათი რაოდენობა ხუთამდე გაზარდა. დღემდე SkyUp Airlines-ი უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით ფრენებს ორი ქალაქის, თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ასრულებდა.