ჩინური საინვესტიციო კომპანიის (HNCA) წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში “ტავ ჯორჯიას” ხელმძღვანელობას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეხვდნენ. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. “ტავ ჯორჯიას” წარმომადგნელებმა სტუმრებს აეროპორტის მუშაობის პროცესი გააცნეს.

HNCA-ის ხელმძღვანელობა აეროპორტის ინფრასტრუქტურითა და ტექნიკით დაინტერესდა.
საინვესტიციო ჯგუფი HNCA ჩინეთის სახელმწიფო კომპანიია და ის 2011 წელს დაფუძნდა. კომპანიის საწესდებო კაპიტალი 800 მილიონ დოლარს აღემატება. HNCA-ს მთავარი მიზანი ჩინეთის პროვინცია ჰენანის საავიაციო პოტენციალის განვითარებაა.