Turkish Cargo-ს თვითმფრინავმა (Turkish Airlines-ის შვილობილი კომპანია)  სტამბოლის ახალ აეროპორტში პირველი რეისი განახორციელა.

Boeing 777F-მა აეროპორტ „სტამბოლში“ ტვირთი შანხაი-ბიშკეკი-სტამბოლის რეისით ჩამოიტანა. ხომალდმა მალევე განახორციელა რეისი სტამბოლი-აშკაბადი-დაკას მიმართულებით.

როგორც ცნობილია Turkish Cargo სატვირთო გადაზიდვებს მსოფლიოს 124 ქვეყანაში ახდენს.

Turkish Airlines-ის ავიაპარკი 336 თვითმფრინავს აერთიანებს, საიდანაც 23 ლაინერი სატვირთოა.

Turkish Cargo მსოფლიოს მასშტაბით 300 წერტილში ახდენს ფრენებს.