რამდენიმე წუთის წინ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან ვენის მიმართულებით პირველი რეგულარული პირდაპირი რეისი შესრულდა.


ქუთაისი-ვენის პირველ რეისთან დაკავშირებით Dunkin’ Donuts-ისა და ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ერთობლივი აქცია გაიმართა. პირველი რეისის გამფრენ მგზავრებს აეროპორტში სიურპრიზი დახვდათ: რეისის 175-ვე მგზავრს სახელობითი დონატები დაურიგეს.


დღეიდან, ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვენის მიმართულებით და პირიქით, რეგულარულ რეისებს კვირაში ორჯერ: ხუთშაბათსა და კვირას შეასრულებს.


ავსტრია რიგით მე-15 ქვეყანა და 21-ე მიმართულებაა, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი ფრენები ხორციელდება.