Georgian Airways-ი 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. კომპანია აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით 16 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სამედიცინო ველნეს კურორტ ,,ბიოლიში’’ საიუბილეო ღონისძიებას გამართავს. ავიაციის გალა საღამოს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი და საერთაშორისო პარტნიორები დაესწრებიან.

ღონისძიებაზე Georgian Airways-ის გენერალური დირექტორი, გივი დავითაშვილი, ავიაკომპანიის 25 წლიან საქმიანობას შეაჯამებს.

ავიაკომპანია 1993 წელს დაარსდა სახელწოდებით ,,აირზენა’’. თავდაპირველად ასრულდება მხოლოდ ჩარტერულ რეისებს. 1999 წელს “აირზენა” გახდა საქართველოს ეროვნული ავიაკომპანია. 2004 წელს, ავიაკომპანიაში რებრენდინგი განხორციელდა, ,,აირზენამ’’ ოპერირება Georgian Airways-ის  სახელწოდებით განაგრძო. დღესდღეობით, Georgian Airways-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მსოფლიოს 18 მიმართულებით  პირდაპირ რეისებს ახორციელებს. ამავდროულად, რეგიონში ლიდერი ჩარტერული რეისების ოპერატორია( 250-ზე მეტი ჩარტერული რეისი წლის განმავლობაში). ავიაკომპანიას საქართველოს საავიაციო ბაზრის 14% უჭირავს + 1/2% წლიური ზრდით.

ამჟამად, Georgian Airways-ის ავიაპარკს სამი Boeing 737-700/800, სამი  Embraer 190 და ერთი  Embraer 195,   ერთი  CRJ შეადგენს.