ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ი უკრაინაში ყველაზე პუნქტუალური ავიაკომპანიების რეიტინგში ლიდერობს. უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, სექტემბერში შესრულებული რეისების მიხედვით, ავიაკომპანიების პუნქტუალურობის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც რეისების დროულად შესრულების 100%-იანი მაჩვენებლებით გამოირჩეოდნენ: Air Arabia, Air Malta, Swiss დ Myway Airlines-ი.

რაც შეეხება ავიაკომპანია Georgian Airways-ს, მას სექტემბერში უკრაინის მიმართულებით რეისების მხოლოდ 80.8%-ი აქვს შესრულებული გაწერილი განრიგის მიხედვით.

აგვისტოს მონაცემებით კი Georgian Airways-მა განხორციელებული ავიარეისების 90.9%-ი დროულად განახორციელა, ხოლო Myway Airlines-მა – 83.3%-ი.

უნდა აღინიშნოს, რომ პუნქტუალური ავიაკომპანიების გამოქვეყნებულ რეიტინგში ქართული ავიაკომპანიების შემდეგ ბევრი ცნობილი ევროპული ავიაგადამზიდავი მოდის.