სადაზღვეო კომპანია Berkshire Hathaway Travel Protection-მა (BHTP) უსაფრთხო მიმართულებების ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ირკვევა, რომ ისლანდია, ახალი ზელანდია და კანადა ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სამეულში მოხვდნენ, ხოლო უსაფრთხო ქალაქებს შორის ლიდერები მონრეალი, ამსტერდამი და ტოკიო გახდნენ.

რეიტინგის შედგენისას BHTP-ის ექსპერტებმა შეაფასეს ტერორიზმის საფრთხეები, სტიქიური უბედურებები, კოროვირუსული პანდემია. ავტორებმა ასევე გაითვალისწინეს, რომელ ქვეყნებში იმოგზაურეს რესპონდენტებმა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში და რამდენად უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს იქ.

ასევე, ყველაზე ზუსტი მონაცემების მისაღებად, BHTP-მ გაითვალისწინა გლობალური მშვიდობის ინდექსი, GeoSure Global და Covid-19 სტატისტიკა სამეცნიერო ონლაინ პუბლიკაციიდან Our World of Data.

ათი ყველაზე უსაფრთხო ქალაქი სამოგზაუროდ შეირჩა Expedia-სა და American Express Travel-ის, GeoSure Global-ისა და The Economist Safe Cities Index-ის მონაცემების საფუძველზე.

TOP-10 ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა:
1. ისლანდია
2. ახალი ზელანდია
3. კანადა
4. შვედეთი
5. იაპონია
6. ავსტრალია
7. შვეიცარია
8. ირლანდია
9. გერმანია
10.დიდი ბრიტანეთი.

TOP-10 ყველაზე უსაფრთხო ქალაქი:
1. მონრეალი
2. ამსტერდამი
3. ტოკიო
4. სინგაპური
5. სიდნეი
6. ლონდონი
7. ბარსელონა
8. ჰონგ კონგი
9. ბერლინი
10. რომი.