AirAsia-მ “გველების რეისი” შეასრულა. სცენა ჰოლივუდის ცნობილი ფილმიდან Snakes on a Plane ავიაკომპანია AirAsia-ის ერთ-ერთ რეისზე რეალურად გათამადა. ავიაკომპანია კუალა ლუმპურიდან ტავაუს მიმართულებით ასრულებდა რეისს, როდესაც მგზავრებმა საჰაერო ხოლადში გველი შენიშნეს, რომელიც თვითმფრინავის სალონში, უფრო კონკრეტულად სალონის ჭერში გამჭირვალე პანელის უკან, თავისუფლად გადაადგილდებოდა.

კაპიტანმა უსიამოვნო ინციდენტების თავიდან ასაცილებლად გადაწყვიტა თვითმფრინავი კუჩინგის ალტერნატიულ აეროპორტში დაესვა.

როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, ეკიპაჟის ან მგზავრების ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნია.