sponsored by TAV Georgia

საქართველოში დღეში საშუალოდ 75 რეისი (მოფრენა-გაფრენა) სრულდება. სტატისტიკას, რომელიც 3-9 თებერვლის მდგომარეობას ასახავს, EUROCONTROL-ი აქვეყნებს.

ორგანიზაციის ცნობით, წინა კვირასთან შედარებით საქართველოში ფრენების რაოდენობა უმნიშვნელოდ, 3%-ით შემცირდა.

ევროპის მასშტაბით, 3-9 თებერვალს ყველაზე მეტი ფრენა დიდ ბრიტანეთში შესრულდა (დღიურად საშუალოდ 2915, წინა კვირასთან შედარებით +16%), მეორე ადგილზეა გერმანია (2899 ფრენა, +7%), მესამეზე კი ესპანეთი (2772 ფრენა, +8%).

ყველაზე ნაკლები, 28 ფრენა აღნიშნულ პერიოდში ბოსნია და ჰერცეგოვინაში შესრულდა (-4%).