ყაზახეთიდან ტურისტული ნაკადის გაზრდის მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ყაზახეთის ტურისტული სააგენტოებისა და უდიდესი ავიაკომპანიის Air Astana-ს წარმომადგენლებისთვის ინფო-ტური გამართა.  

გაცნობითი ტური ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ავიაკომპანია Air Astana-ს  მხარდაჭერითა და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თანაორგანიზებით მოაწყო. ტურში 12 ტურ-ოპერატორი და ავიაკომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ინფო-ტურის მიზანი საქართველოს ტურისტული პროდუქტების, კურორტების პოპულარიზაცია, ყაზახეთის ბაზარზე საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების აქტიური რეკლამირება და საქმიანი ტურიზმის პოტენციალის შესწავლაა.

ერთკვირიანი ინფო-ტურის ფარგლებში ტურ-ოპერატორებმა  ბათუმი, აჭარის ტურისტული ადგილები, წყალტუბო, საირმე,  ბორჯომი, ბაკურიანი, უფლისციხე, მუხრანი და გუდაური მოინახულეს. ტურის ბოლოს თბილისში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქართველი და ყაზახი ტურ-ოპერატორებისთვის B2B ფორმატში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ქართული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს ყაზახ კოლეგებთან კონტაქტების გაცვლისა და და ერთობლივი ტურების დაგეგმვის საშუალება მიეცათ.   

“ყაზახეთი ტურისტების მოზიდვის კუთხით ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზნობრივ ბაზარს წარმოადგენს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავიაკომპანია Air Astana-ს მხარდაჭერით ატარებს გაცნობით ტურს, სადაც ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები მონაწილეობენ ყაზახეთიდან, ამ ტურის მიზანია ყაზახეთის ბაზარზე საქართველოს ტურისტული რეკლამირება მოხდეს, რაც ხელს შეუწყობს ფართო აუდიტორიის დაინტერესებას” -განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების სამმართველოს უფროსმა მარინა ბოჯგუამ.

“ყაზახეთიდან 10 ტურ-ოპერატორია საქართველოში ჩამოსული, ისინი ყაზახეთის ყველაზე მსხვილ ტურისტულ კომპანიებს წარმოადგენენ. ჩვენ ტური ბათუმიდან დავიწყეთ, შემდეგ მოვინახულეთ სხვადასხვა ადგილები,  სანატორიუმები, ასევე სამთო კურორტები, თბილისში შევხვდით სასტუმროების, ტურისტული კომპანიებისა და საქმიანი ტურიზმი სფეროში ჩართულ პირებს. ჩვენ გვინდა გავზარდოთ ტურისტული ნაკადები ყაზახეთსა და საქართველოს შორის ზამთრის სეზონზე.“ აცხადებს კამილა ჟალაუბაევა ავიაკომპანია Air Astana-ს წარმომადგენელი.