კატარული ავიაკომპანია Qatar Airways-ი საქართველოს მიმართულებით სიხშირეების რაოდენობას ზრდის. 15 დეკემბრიდან ავიაკომპანია თბილისი-დოჰა-თბილისის საჰაერო ხაზზე კვირაში ორი სიხშირით განახორციელებს ფრენებს. რეისები ყოველ სამშაბათს და კვირას შესრულდება.
რამდენიმე თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ Qatar Airways-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები 5 ნოემბრიდან განახორციელა და კატარსა და საქართველოს შორის კვირაში ერთი სიხშირით ოპერირებდა.
აღსანიშნავია, რომ Qatar Airways-ის რეისები დღეისათვის ყველაზე მოთხოვნადი აშშ-ს მიმართულებით გადაადილებისთვისაა. თუმცა Qatar Airways-ის მგზავრს ჰამადის საერთაშორისო აეროპორტიდან ტრანზიტული რეისებით სარგებლობა მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით შეუძლია.
Qatar Airways-ს აქვს მზარდი ქსელი დააკავშიროს ამერიკის, აფრიკის, ევროპის, შუა აღმოსავლეთის, ავსტრალიის 100-ზე მეტ მიმართულებას კვირაში 700-ზე მეტი ავიარეისით.
ცნობისათვის, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ რეგულარული რეისების შეჩერების შემდეგ, Qatar Airways-ი საქართველოს მიმართულებით ჩარტერულ რეისებს ასრულებდა. 5 ნოემბრიდან კი რეგულარული რეისების შესრულება განაახლა.
PS.
საქართველოს საზღვრის კვეთის რეგულაციები
უცხოეთში გამგზავრების მსურველთათვის