კატარული ავიაკომპანია Qatar Airways-ი საკუთარი მგზავრებისთვის აშშ-ს მიმართულებით მგზავრობას კიდევ უფრო კონფორტულს ხდის და არსებულ მიმართულებას სან ფრანცისკოსაც ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, Qatar Airways-ი 15 დეკემბრიდან დოჰა-სან ფრანცისკო-დოჰას საჰაერო ხაზზე კვირაში 4 რეისს განახორციელებს.

ეს არის მეცხრე მიმართულება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ იორკის, ბოსტონის, ვაშინგტონის, დალასის, ლოს ანჟელესის, მაიამის, ფილადელფიას, ჰიუსტონის და ჩიკაგოს შემდეგ.

შესაბამისად Qatar Airways-ის მგზავრებს შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ ყოველკვირეული 55 რეისით დოჰადან აშშ-ს მიმართულებით.

COVID-19-ის პანდემიის შემდეგ ავიაკომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთხმობს მგზავრთა ჯანმრთელობის უსაფრთხოებას და ამ ფონზე უსაფრთხოების და ჰიგიენის უმაღლეს სტანდარტებს სთავაზობს, როგორც ბორტზე ასევე დოჰას საერთაშორისო აეროპორტში.

Qatar Airways-ი არის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ავიაკომპანია პანდემიის პირობებში მგზავრთა გადაყვანისას უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

“ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ამერიკის ავიახაზების, ალიასკის ავიახაზებისა და ჯეთბლუსთნ მჭიდრო თანამშრომლობით ჩვენს მომხმარებლს აქვს უკვე შესაძლებლობა იმოგზაუროს ამერიკის შეერთებული შტატების 200-ზე მეტ ქალაქში”, აცხადებენ Qatar Airways-ში.