კატარულ ავიაკომპანია Qatar Airways-ს მგზავრებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს. შეთავაზების ფარგლებში ბილეთის დაჯავშნა/შეძენა უნდა მოხდეს 30 ნოემბრამდე, ხოლო თავად მოგზაურობა 2021 წლის 31 აგვისტომდე დაიგეგმოს. 

ავიაკომპანიის ინფორმაციით, შეთავაზების ფარგლებში დაჯავშნილი ბილეთების გადაცვლა მოქნილი პირობებითაც იქნება შესაძლებელი. უფრო კონკრეტულად კი მგზავრს ბილეთის გადაცვლა 31 დეკემბრის ჩათვლით დაგეგმილ რეისებზე შეუძლია.