კატარული ავიაკომპანია Qatar Airways-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარული სამგზავრო ავიარეისების განახლებას 1-ელი ივლისიდან გეგმავს. როგორც AviaNews-ს საავიაციო სატვირთო კომპანია Lasare – International Air Cargo Terminal-ში განუცხადეს, ავიაკომპანიისგან ოფიციალური შეტყობინება მიიღეს, რომ Qatar Airways-ი 1-ელი ივლისიდან რეგულარულ ფრენებს ანახლებს.
ირკვევა ისიც, რომ Qatar Airways-ი დოჰა-თბილისი-დოჰას საჰაერო ხაზზე ოპერირებას კვირაში 3 სიხშირით მოახდენს.
Qatar Airways-გან მიღებული, წინასწარი, ოფიციალური შეტყობინების შემდეგ კი Lasare – International Air Cargo Terminal-მა აღნიშნულ მიმართულებაზე ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით ინფორმაცია დაინტერესებულ სუბიექტებს უკვე მიაწოდა.