ავიაკომპანია British Airways-ი მზადაა საკუთარ კოლექციაში არსებული ხელოვნების ნიმუშები გაასხვისოს, რაც თავის მხრივ COVID-19-ით გამოწვეულ კრიზისს უკავშირდება.

როგორც გაზეთი Evening Standard-ი წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ავიაკომპანია გასაყიდად 10 ხელოვნების ნიმუშსს გამოიტანს, რომელიც ამ დროისათვის British Airways-ის ოფისსა და ბიზნეს-დარბაზშია განთავსებული.

ნახატების უმეტესობა ბრიტანელი მხატვრების მიერაა შესრულებული. მათი გაყიდვით კი კომპანია 1 მლნ ფუნტი სტერლინგის შემოსავალს ელოდება.