ავიაკომპანია Georgian Airways-ი 26-28 ივნისს თბილისი-ბათუმი-თბილისის საჰაერო ხაზზე ავიარეისებს გახორციელებს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ” გსურთ დაისვენოთ ზღვაზე, ან მოინახულოთ დედაქალაქი? სულ რაღაც 30 წუთში, გაემგზავრეთ ბათუმში, ან თბილისში! 26 და 28 ივნისს, გთავაზობთ რეისს თბილისი-ბათუმი-თბილისი. ბილეთის შესაძენად და მეტი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ჩვენს ოფიციალურ ვებ გვერდს, ან ოფისებს!”.

თუმცა ამ დროისათვის ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე ბილეთის შეძენა შეუძლებელია და არც ავიაბილეთის ფასი არ ჩანს.