კატარის ავიაკომპანია Qatar Airways-ი 2022 წლის მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიად დასახელდა. აღნიშნული ჯილდო ავიაკომპანიამ უკვე მეშვიდედ მოიპოვა. World Airline Awards-ის გამარჯვებულების გამოცხადების ცერემონია, რომელსაც 1999 წლიდან ბრიტანული საკონსულტაციო კომპანია Skytrax-ი ატარებს, ლონდონში სასტუმრო Langham Hotel-ში შედგა.

350-ზე მეტი ავიაკომპანიის მიერ მოწოდებული მომსახურების ხარისხის შესაფასებლად Skytrax-მა გამოკითხვა 100-ზე მეტ ქვეყანაში ჩაატარა და 14 მილიონზე მეტი მომხმარებლების აზრი გამოიკითხა.

Qatar Airways-ის საუკეთესო ავიაკომპანიის წოდების მინიჭებისას Skytrax-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს მისი მომსახურების მაღალი ხარისხი, მგზავრებისადმი ყურადღება და კომპანიის თანამშრომლების თავდადება.

მსოფლიოს საუკეთესო TOP-10 ავიაკომპანიაში ასევე მოხვდნენ: Singapore Airlines, Emirates, All Nippon Airways (ANA), Qantas Airways, Japan Airlines, Turkish Airlines, Air France, Korean Air და Swiss International Airlines.

Qatar Airways-მა ასევე მიიღო ჯილდოები ცხრა სხვა კატეგორიაში, მათ შორის საუკეთესო ბიზნეს კლასის ავიაკომპანია (პირველი ადგილი) და საუკეთესო ეკიპაჟი (მეექვსე ადგილი). Singapore Airlines-ს ასევე აქვს კიდევ ცხრა ჯილდო და გამარჯვება საუკეთესო ეკიპაჟის ნომინაციაში. AirAsia გახდა წლის საუკეთესო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, Ryanair – საუკეთესო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ევროპაში, ANA დასახელდა ყველაზე სუფთა ავიაკომპანიად.