ავიაკომპანია West Atlantic-ის სატვირთო Boeing 737-400(SF) (ნომერი EC-NLS) (ოპერატორი Swiftair) ღამით, მონპელიეს აეროპორტში (MPL/LFMT) დაშვებისას ასაფრენ/დასაფრენი ბილიკიდან გადავარდა.

მონპელიეს აეროპორტის ასაფრენი ბილიკი 12L ეტანგ დე ლ’ორ ტბის სანაპიროზე სრულდება და სწორედ ამ მიდამოებში მოხდა Boeing 737-ის ბილიკიდან გადასვლა და ვარდნა.

თვითმფრინავის ორივე პილოტი უსაფრთხოდაა. მონპელიეს აეროპორტი რამდენიმე საათით დაიკეტა.