თურქული სამოქალაქო ავიაციის ფლაგმანი – Turkish Airlines-ი (Türk Hava Yolları) (THY) ბრიტანულმა საკონსულტაციო სააგენტო Skytrax-მა ევროპაში საუკეთესო ავიაკომპანიად აღიარა, იუწყება Turkish Airlines-ის პრესსამსახური.

გარდა ამისა, თურქული ავიაკომპანია დაჯილდოვდა ნომინაციებში: “საუკეთესო სერვისი ბიზნეს კლასში” და “საუკეთესო ავიაკომპანია სამხრეთ ევროპაში”.

Turkish Airlines-ის დირექტორთა საბჭოსა და აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე აჰმედ ბოლატი ლონდონში World Travel Awards-ს დაესწრო.

„ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ აღიარებით. THY მადლობას უხდის ავიაკომპანიის ძვირფას მგზავრებს, რომლებმაც გააზიარეს მათი მაღალი რეიტინგი, ასევე Skytrax-ის გუნდს, რომელმაც განიხილა ეს რეიტინგები. მომსახურების მაღალი სტანდარტების წყალობით, რომელიც განასხვავებს თურქეთის ეროვნულ გადამზიდველს კონკურენტებისგან, ჩვენ გავაგრძელებთ გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმას THY-ის საუკეთესო ბრენდად გლობალურ სამოქალაქო ავიაციაში აღიარებისთვის“, – თქვა ბოლატმა.

2021/2022 წლების გამოკითხვა მოიცავდა მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელს.

კითხვარები წარმოდგენილი იყო ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ, რუსულ, იაპონურ და ჩინურ ენებზე. მთლიანობაში დამუშავდა 14,32 მილიონი პასუხი.

გამარჯვებული ავიაკომპანიები გამოვლინდნენ მომხმარებელთა ონლაინ ხმის მიცემით 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის აგვისტომდე.