მელბრუნის აეროპორტში, ავიაკომპანია Qantas-ის მგზავრებისთვის, ახალი ბიზნეს ლაუნჯი გახსნეს.  დარბაზი 350 მგზავრეა გათვლილი და მისი სერვისებით სარგებლობა Qantas-ის Platinum-სა და Platinum One-ის სტატუსის მქონე მგზავრებს შეეძლებათ. ლაუნჯით სარგებლობა შეუძლიათ ასევე პროგრამა Skyward-ში ჩართულ Emerald-ისა და Emirates-ის Platinum-ის სტატუსის მქონე მგზავრებს.

ლაუნჯში მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ შეუზღუდავი Wi-Fi-ს სერვისით ისარგებლონ. დამუხტონ სხვადასხვა მოწყობილობები.

Spice Bar-ში კი მათ აზიური კერძებით გაუმასპინძლდებიან. ხოლო სეზონური მენიუს ფარგლებში მგზავრებს Neil Perry-ს მენიუს აღება შეუძლიათ.

Qantas-ის ბიზნეს ლაუნჯში სააბაზანოცაა განთავსებული და ნებიმსიერ მგზავრს სურვილის შემთხვევაში, დუშის მიღება შეუძლია.