ICAO-ს აუდიტის საბოლოო ანგარიშის შედეგები ცნობილია და მას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (GCAA), სამომავლო გეგმებთან ერთად, 29 აგვისტოს გაასაჯაროებს.

ღონისძიება 29 აგვისტოს, სასტუმრო „Radisson Blu Iveria”-ში გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში სიტყვით წარსდგებიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი პირები. მოეწყობა პრეზენტაცია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მიერ, 2018 წლის 13-20 მარტს საქართველოში ჩატარებული აუდიტის საბოლოო შედეგებზე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ნაჩვენებ პროგრესზე, ქვეყნის მიმდინარე რეიტინგზე, ასევე ფრენების უსაფრთხოების შემდგომი გაუმჯობესების თვალსაზრისით მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებზე.