ბრიტანული ავიაკომპანია EasyJet-ის თვითმფრინავმა საფრანგეთში ექსტრემალური დაშვება განახორციელა. თვითმფრინავი, რომელიც ლონდონიდან მადრიდის მიმართულებით მიფრინავდა საფრანგეთის ქალაქ ბრესტის აეროპორტში ავარიულად დაეშვა.

გავრცელებული ინფორმაციით, საგანგებო დაშვება EasyJet-ის ბორტმა ტექნიკური გაუმართაობის გამო განახორციელა.