Turkish Airlines-ის მგზავრთნაკადზე აშშ-ს მიერ ირანისთვის სანქციების დაწესება, დადებითა აისახება. ვინაიდან აღნიშნული სანქციებიდან გამომდინარე, ევროპული ავიაკომპანიებიც ირანში ფრენებისგან თავს იკავებენ და ავიამიმოსვლის შეწყვეტის მიზეზებს განსხვავებული ასპექტებით ხსნიან.

ამ ფონზე კი Turkish Airlines-ი მგზავრთნაკადის 20%-იან ზრდას პროგნოზირებს, ვინაიდან ავიაკომპანია ირანის მიმართულებით რეისებს ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

ევროპულმა ავიაკომპანიებმა, მათ შორის British Airways-მა და Air France-მ ირანის მიმართულებით ფრენების შეჩერებაზე უკვე ოფიციალურად განაცხადეს.

თუ კი ევროპული ავიაკომპანიები ირანის მიმართულებით  არ იფრენენ, მაშინ მათ თურქული ავიაკომპანიები ჩაანაცვლებენ.