რუსეთის მთავრობამ შეაჩერა შეთანხმება ბერმუდის კუნძულებთან რეგისტრირებულ თვითმფრინავებზე ზედამხედველობის გადაცემის შესახებ, რომელიც ძალაშია 1999 წლიდან.
ამის შესახებ რუსეთის მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი.
„ეს კი შექმნის პირობებს სამოქალაქო თვითმფრინავების რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო რეესტრში დარეგისტრირებისთვის და მოხსნის რისკებს სამგზავრო საჰაერო გადაზიდვებისთვის“, – ნათქვამია რუსეთის ფედერაციის მთავრობაში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღით წინ, ბერმუდის რეესტრმა რუსული ავიაკომანიების თვითმფრინავების უმეტესობას საჰაერო ხომალდის ვარგისობის სერტიფიკატი ჩამოართვა.
“თვითმფრინავების რუსეთის სახელმწიფო რეესტრში გადატანა საშუალებას მისცემს საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურ სააგენტოს, უცხოური მარეგულირებლების ნაცვლად, მონიტორინგი გაუწიოს მათი ფრენისუნარიანობის შენარჩუნებას”, – ნათქვამია ანგარიშში.