საქართველოს აეროპორტებმა პოსტპანდემიურ მაჩვენებელთან შედარებით მგზავრთნაკადის 74.5%-ი დაიბრუნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან AviaNews-ის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის იანვარ-თებერვლის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით ჯამში 443 953 მგზავრს მოემსახურა, რაც 9-ჯერ მეტია 2021 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებთან შედარებით. გასული წლის ორ თვეში აეროპორტებმა 42 956 მგზავრი გაატარა.

2020 წლის იანვარ-თებერვალში ქვეყნის აეროპორტები სულ 596 801 მგზავრს, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 595 905 მგზავრს მოემსახურა. შესაბამისად 2022 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემები 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 933,51%-იან ზრდას აჩვენებს, ხოლო 2020 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით 25,61%-იან კლებას. პანდემიამდელ პერიოდთან (2019 წლის ორი თვე) შედარებით კი საქართველოს აეროპორტებმა 25,50%-ით ნაკლები მგზავრი გაატარა.

საქართველოს საერთო მგზავრთნაკადზე თებერვლის მონაცემებზე ნაწილობრივ და სამომავლოდ უფრო მკვეთრ ასახვას ჰპოვებს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა და საომარი მოქმედებების გამო უკრაინაში შეჩერებული ფრენები. უკრაინის ბაზრის დაკარგვა საქართველოს მგზავრთნაკადზე დეტალურად უფრო მარტის ბოლოს გამოჩნდება, რადგანაც უკრაინამ სამოქალაქო თვითმფრინავებისათვის საჰაერო სივრცე 22 თებერვლიდან ჩაკეტა.

როგორც ცნობილია,მგზავრთნაკადის შემცირების დინამიკა 2020 წლის თებერვალ-მარტიდან დაიწყო, როდესაც ქვეყნებმა COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით საზღვრების ჩაკეტვა დაიწყეს, შეწყდა ავიამიმოსვლაც. ტურიზმი ფაქტობრივად გაჩერდა, რაც პირდაპირპროპორციულად აისახა საჰაერო მიმოსვლაზე. შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე საქართველოს საერთაშორისო რეგულარული ფრენები 2020 წლის 21 მარტიდან შეაჩერა. რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ კი აღნიშნული რეგულაციის ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო.

2022 წლის იანვარ-თებერვალის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 324 731 მგზავრს მოემსახურა, რაც 672,84%-ით მეტია, ვიდრე 2021 წლის ორი თვის მონაცემებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. 2021 წლის იანვარ-თებერვალში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 42 018  მგზავრს, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში 399 565 მგზავრს, ხოლო 2019 წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში კი 490 608 მგზავრს მოემსახურა. აღნიშნულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით კარგად ჩანს, რომ 2022 წლის იანვარ-თებერვალში 2019 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით მგზავრთნაკადის 33,81%-იანი კლებაა, ხოლო 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 18,73%-იანი. შესაბამისად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 66%-ით დაუბრუნდა მგზავრთნაკადის იმ მაჩვენებელს რაც ჰქონდა 2019 წელს.

მგზავრთნაკადის სერიოზული ზრდა ფიქსირდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 42 518  მგზავრი გაატარა, რაც 11298,93%-ით მეტია 2021 წლის, 5,64%-ით მეტი 2020 წლის, ხოლო 40,55%-ით მეტი 2019 წლის ანალოგიური პერიოდში დაფიქსირებული მგზავრთა რაოდენობის მაჩვენებელზე.

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2021 წლის ორ თვეში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 373 მგზავრს, 2020 წლის იანვარ-თებერვალში 40 249 მგზავრს, ხოლო 2019 წლის ორ თვეში 30 251   მგზავრს მოემსახურა. შესაბამისად ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 59,45%-ით დაიბრუნა მგზავრთნაკადის იმ მაჩვენებელს რაც ჰქონდა პანდემიამდე.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 2022 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებთან შედარებით მგზავრთნაკადის 72,09%-ი დაიბრუნა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-თებერვალში 2021 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით მგზავრთნაკადის 22711,93%-იანი ზრდა დაფიქსირდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 51,65%-იანი, ხოლო 2019 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით 27,91%-იანი კლება. 2022 წლის იანვარ-თებერვალში აეროპორტი 74 595  მგზავრს, 2021 წლის იანვარ-თებერვალში 327  მგზავრს, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში 154 281 მგზავრს, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 103 468 მგზავრს.

არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ თბილისის, ბათუმის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადის “გამოცოცხლება” სახეზეა.

რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მათ მოახერხეს და პანდენიამდე არსებული მაჩვენებლები დაიბრუნეს და მგზავრთნაკადის სტატისტიკა გააუმჯობესეს კიდეც.

მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი 2022 წლის იანვარ-თებერვალში 2021 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით მგზავრთნაკადის 950,59%-იანი ზრდაა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 33,31%-იანი კლება. რაც შეეხება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მგზავრთნაკადის შედარებას 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან 12,33%-იანი ზრდაა.

ამბროლაურის აეროპორტში 2021 წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებლებთან შედარებით 535,29%-იანი მატება, 2020 წლის ორი თვის მაჩვენებლებთან შედარებით 52,11%-იანი ზრდა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში კი 44,00%-იანი ზრდა. ხოლო ნატახტარის აეროდრომში გასული წლის ორ თვესთან შედარებით მგზავრთნაკადის 740,34%-იანი ზრდა დაფიქსირდა, 2020 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით მგზავრთნაკადის 18,37%-იანი კლება, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან კი 15,61%-იანი ზრდა.