პორტუგალიის რესპუბლიკაში მგზავრობის მოგზაურობის მსურველთა საყურადღებოდ, ქვეყანამ კოვიდ-რეგულაციები გაამარტივა.
2022 წლის 9 თებერვლიდან პორტუგალიის რესპუბლიკაში შესვლის ძირითადი კოვიდ-რეგულაციები არის შემდეგი:
პორტუგალიის რესპუბლიკაში შესვლისათვის სავალდებულოა ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:
ვაქცინაციის ორი დოზის (ძალაშია მეორე დოზის გაკეთებიდან 270 დღის განმავლობაში) ან ე.წ. ბუსტერ-დოზის დამადასტურებელი ციფრული კოვიდსერტიფიკატი, ან
კოვიდ 19-საგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელი ციფრული სერტიფიკატი, ან
ფრენამდე არაუმეტეს 72 საათით ადრე გაკეთებული PCR ტესტი ნეგატიური შედეგით, ან
ფრენამდე არაუმეტეს 24 საათით ადრე გაკეთებული სწრაფი ანტიგენის ტესტი ნეგატიური შედეგით.
12 წლამდე (11 წლის ჩათვლით) არასრულწლოვნებს ქვეყანაში შესვლა შეუძლიათ ვაქცინაციის მოწმობის და SARSCoV2 დიაგნოსტიკური ტესტების გარეშე.
ყველა ის პირი, რომელიც პორტუგალიის ტერიტორიაზე შესვლას დაგეგმავს, საჰაერო რეისზე check-in-ის შემდეგ ვალდებულია შეავსოს ელექტრონული ფორმულარი შემდეგ ვებ-გვერდზე: https://portugalcleanandsafe.pt/en/passenger-locator-card და ფრენამდე წარადგინოს მიღებული QR კოდი.
კოვიდ 19-საგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელი ციფრული სერტიფიკატი ძალაშია 180 დღის განმავლობაში.
დაშვებულია მხოლოდ შემდეგ ვაქცინებზე გაცემული ციფრული სერტიფიკატი:
1. Janssen: COVID -19 Vaccine Janssen;
2. AstraZeneca: Vaxzevria, (COVID -19 Vaccine AstraZeneca);
3. Moderna: Spikevax, (COVID -19 Vaccine Moderna);
4. Pfizer -BioNTech: Comirnaty.
5. Sinopharm (Vero Cell),
6. Sinovac (Coronavac),
7.Bharat Biotech International (Covaxin),
8. Verity Pharmaceuticals,
9. Fiocruz,
10.R-Pharm.
ციფრული კოვიდ-სერტიფიკატი ძალაშია უკანასკნელი დოზის მიღებიდან 14 დღის შემდეგ.