„გლობალური საავიაციო პოლიტიკის მრგვალი მაგიდა 2022: რეგიონული პერსპექტივები და საერთო გზა მდგრადობისკენ“ – ამ თემაზე 17 თებერვალს ონლაინ-დისკუსია გაიმთება.

შეხვედრა მშვიდობისა და დიპლომატიის ინსტიტუტის ორგანიზებით, საკონსულტაციო კომპანია InterVISTAS-თან თანამშრომლობით იმართება.

დისკუსიის ერთ-ერთი მონაწილე Aero Georgia Group-ის ხელმძღვანელი იგორ აფციაური იქნება. საავიაციო სექტორში მიმდინარე მოვლენებზე იმსჯელებენ რეგიონული საავიაციო გაერთიანებების ხელმძღვანელებიც, მათ შორის Airlines for Europe-ის მმართველი დირექტორი თომას რეინაერტი, Arab Air Carriers Organization-ის გენერალური დირექტორი აბდულ ვაჰაბ ტეფაჰა და National Airlines Council of Canada-ს ხელმძღვანელი სიუზან ექტონ-ჯერვაი.

ონლაინ-შეხვედრაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამისთვის მარტივი სარეგისტრაციო ფორმის შევსებაა საჭირო: https://us02web.zoom.us/webinar/register/WN_S_2JCJXiRMCa9f6xidYD5Q?fbclid=IwAR0jDqirBxMpb6khij_5QtgqZ-BoJmI-6Zs_6a-lK3iyQhhqMRwl0lDKn6Y