მთავარი სიახლეები პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ავიაკატასტროფას გადაურჩა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ავიაკატასტროფას გადაურჩა

130

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ავიაკატასტროფას გადაურჩა. უცხოური მედია წერს, რომ სამთავრობო ბორტზე პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი იმყოფებოდა. თვითმფრინავს ჩეხეთის ქალაქ კარლოვი-ვარიდან აფრენისას გარკვეული ხარვეზი დაუფიქსირდა და ამიტომ ეკიპაჟმა უკან დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ინციდენტის შედეგად არავინ არ დაზარალებულა. 

ამ დროისათვის თვითმფრინავს ტექნიკური შემოწმება უტარდება, ხოლო პოლონეთის პრემიერის ტრანსპორტირებისთვის ახალი ბორტი გაიგზავნა. 

აღსანიშნავია, რომ კარლოვი-ვარში პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ჩეხეთის მთავრობის მეთაურს შეხვდა.