მთავარი ავიაკომპანიები EgyptAir-ის თვითმფრინავის კატასტროფის ნამდვილი მიზეზი დასახელდა

EgyptAir-ის თვითმფრინავის კატასტროფის ნამდვილი მიზეზი დასახელდა

105

საფრანგეთის სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების ბიურომ 2016 წელს EgyptAir-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი დაასახელა.
ექსპერტების აზრით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის ყველაზე რეალური მიზეზი პილოტების კაბინაში გაჩენილი ხანძარია. ამ დასკვნამდე ისინი „შავი ყუთის“ შესწავლის შემდეგ მივიდნენ. შესაბამისად ეგვიპტური მხარის მტკიცება, რომ კატასტროფა ბორტზე აფეთქებამ გამოწვია, გამოირიცხა.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 19 მაისს ავიაკომპანია EgyptAir-ის ლაინერი А320, რომელიც პარიზიდან კაიროს მიმართულებით ასრულებდა რეისს, რადარებიდან გაუჩინარდა.
ბორტზე 66 ადამიანი იმყოფებოდა.