მთავარი სიახლეები გააცანი შენი პროექტი ინვესტორებს

გააცანი შენი პროექტი ინვესტორებს

76

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ დაიწყო ახალი (Greenfield) საინვესტიციო პროექტების/შეთავაზებების ერთიანი ბაზის ფორმირება, რათა შემდგომში მოხდეს აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება პოტენციურ ინვესტორებთან, მათი დაინტერესების მიზნით.

საინვესტიციო პროექტების/შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის გავრცელება მოხდება სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში, რომლებსაც საქართველოში და სამიზნე ბაზრებზე განახორციელებს – სააგენტო აწარმოე საქართველოში.

სექტორული კუთხით პრიორიტეტი ენიჭება აუთვისებელი და ნიშური ინდუსტრიების განვითარებას, რასაც ქვეყანაში საშუალო და გრძელვადიანი სოციალური და ეკონომიკური ზეგავლენა ექნება. ამასთანავე, საინვესტიციო პროექტის/შეთავაზების საინვესტიციო მოცულობა უნდა აღემატებოდეს 5 მლნ ლარს.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ ქვემოთ მითითებული ინფორმაცია გადააგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: invest@enterprise.gov.ge