ავიაკომპანია Pobeda Airlines-მა „როსავიაციას“ მოსკოვიდან შარჯას მიმართულებით ფრენების განსახორციელებლად, შესაბამისი ნებართვის მისაღებად მიმართა.

რუსული მედიის ინფორმაციით, Pobeda Airlines-ი კვირაში 7 რეისის განხორციელების ნებართვას ითხოვს.

ამ დროისათვის მოსკოვიდან შარჯას მიმართულებით ფრენებს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Arabia ახორციელებს. „როსავიაცია“ ავიაკომპანიისათვის სიხშირეების მინიჭებაზე 18 ივნისისთვის ჩანიშნულ სხდომაზე იმსჯელებს.