ბორტზე მგზავრების ხელჩართული ჩხუბის გამო ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავმა, რომელიც ასრულებდა რეისს დუბლინი-იბიცა საგანგებო დაშვება პარიზში განახორციელა.
ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, ჩხუბში სულ 20-მდე მგზავრო მონაწილეობდა და ეკიპაჟმა საგანგებო დაშვების გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღო. ჩხუბის ინიციატორი სამი მგზავრი კი პარიზის აეროპორტში ბორტიდან ჩაიყვანეს. როგორც Ryanair-ის წარმომადგენლები აცხადებენ, აღნიშნულმა 3 მგზავრმა თვითმფრინავის აფრენამდე დაიწყო ალკოჰოლური სასმელების მიღება, რომელიც მათ „დუტი ფრიში“ შეიძინეს. საბოლოოდ კი ეს ყველაფერში ბორტზე ჩხუბში გადაიზარდა.
ამ ფონზე Ryanair-ი აეროპორტში ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციის აკრძალვას ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ ანალოგიური ინციდენტი რამდენიმე დღის უან ავიაკომპანია Jet2-ის ბორტზეც დაფიქსირდა.