ვენა-თელ ავივის ავიარეისის მგზავრები საჰაერო ხომალდის კაპიტანმა შოკში ჩააგდო. მას შემდეგ რაც Wizz Air-ის თვითმფრინავი თელ ავივის ბენ გურიონის აეროპორტში დაჯდა, რეისის ნომრით W6-2811 კაპიტანმა გამოაცხადა, რომ “ჩვენ ჩამოვფრინდით პალესტინაში”.
ამ რეისის ერთ-ერთი მგზავრი ყვება: “მე შოკირებული ვიყავი მასზე რაც კაპიტანმა თქვა. თავდაპირველად მეგონა, რომ მომესმა, მაგრამ ადამიანმა რომლებიც ჩემს მეზობლად ისხდნენ მათაც იგივე გაიგონეს”.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, მსგავსი ინციდენტები მოხდა Alitalia-სა და Iberia-ს ბორტებზეც და მათმა კაპიტანმაც იგივე აუწყა მგზავრებს.