წინასწარი მონაცემებით 2019 წლის იანვარი-მაისის მონაცემებით შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 1.1 მილიარდ დოლარს (ზრდა +9.8%), რაც 101 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2019 წლის მაისის მონაცემებით შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 281 მილიონ დოლარს (ზრდა +14.2%), რაც 35 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2019 წლის I კვარტალში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 578 მილიონ დოლარს (ზრდა +5%), რაც 28 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2019 წლის I კვარტლის მონაცემებით შეადგენს 7.1%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +14.9%-ია.