OLYMPUS DIGITAL CAMERA

easyJet-ის რეისიდან ბრიტანელი ხარიეტ ოსბორნი მოხსნეს. ქალის ლონდონი-მილანის ავიარეისიდან მოხსნის მიზეზი საკმაოდ ღრმა დეკოლტე გახდა. როგორც ოსბორნი განმარტავს, ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა მას სამოსის გამო ბორტის დატოვება მოსთხოვეს.

​როგორც easyJet-ის ბორტგამყოლები განმარტავენ, მათ ბრიტანელ ქალს დამატებითი სამოსის ჩაცმა სთხოვეს, რადგანაც არსებული სამოსი საკმაოდ ღია და გამჭირვალე იყო. თუმცა ქალმა ჩხუბი დაიწყო. სწორედ ამ მიზეზით მოხსნეს ის რეისიდან.

მან ღამე აეროპორტში გაატარა და დანიშნულების ადგილზე სხვა რეისით ჩავიდა.