EUROCONTROL-მა 2021 წელი შეაჯამა. ორგანიზაციის მონაცემებით, ევროპის 41 ქვეყანას შორის საავიაციო ბაზარზე ყველაზე დადებითი ტენდენცია ალბანეთში დაფიქსირდა. კერძოდ, 2019 წელთან შედარებით, ალბანეთში შარშან ფრენების რაოდენობა მხოლოდ 8%-ით, დაახლოებით 2 ათასი ერთეულით შემცირდა.
მეორე ადგილზე ბოსნია-ჰერცეგოვინაა (–20%), მესამეზე სომხეთი (–22%), მეოთხეზე უკრაინა (–26%), მეხუთეზე კი საბერძნეთი (–27%).
საქართველო მე-16 ადგილს იკავებს. EUROCONTROL-ის ცნობით, შარშან ფრენების რაოდენობა, პრეპანდემიურ პერიოდთან შედარებით, 39%-ით, დაახლოებით 18 ათასი ერთეულით შემცირდა.
2019 წელთან შედარებით ყველაზე მკვეთრი ვარდნა გაერთიანებულ სამეფოში, ფინეთსა და ირლანდიაში დაფიქსირდა – სამივე ქვეყანაში ფრენების რაოდენობა 62%-ით შემცირდა.
მთავარი ავიაკომპანიები ფრენების რაოდენობის აღდგენის დინამიკით საქართველო ევროპის რეგიონში მე-16 ადგილზეა – EUROCONTROL