2021 წლის მონაცემებით ევროპის ყველაზე დიდი ავიაკომპანია დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი გახდა. EUROCONTROL-ის მონაცემებით, Ryanair-ი 2021 წლის განმავლობაში დღეში საშუალოდ 1,321 რეისს ახორციელებდა, რაც 43%-ით ნაკლებია კრიზისამდელ, 2019 წლის მონაცემებთან შედარებით.

2019 წელს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია დღეში 2323 რეისს ახორციელებდა.

რეიტინგში მეორე ადგილი Turkish Airlines-მა დაიკავა დღეში 938 რეისით და ფრენების რაოდენობის 30%-ით შემცირებით.

პირველ სამეულს ხურავს Air France, დღეში 648 რეისით, რაც 46%-ით ნაკლებია 2019 წლის მონაცემებთან შედარებით.

TOP-10 ლიდერი ავიაკომპანია დღის განმავლობაში შესრულებული რეისებით:

Ryanair: 1 321 (-43%)

Turkish Airlines: 938 (-30%)

Air France: 648 (-46%)

Lufthansa: 617 (-59%)

easyJet: 607 (-64%)

KLM: 502 (-41%)

Wizz Air: 391 (-34%)

Pegasus Airlines: 367 (-22%)

SAS Scandinavian Airlines: 318 (-61%)

Vueling: 306 (-49%).