კატარული ავიაკომპანია Qatar Airways-ი 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით 25%-იან ფასდაკლებას აცხადებს. ფასდაკლების აქცია შეეხება, როგორც ეკონომ ასევე ბიზნესკლასისი ავიაბილეთებს. 25%-იანი ფასდაკლების აქცია მოქმედებს 10 იანვრამდე დაჯავშნილს ავიაბილეთებზე, რომლის ფარგლებშიც მოგზაურობა 31 ოქტომბრამდე პერიოდში უნდა დაიგეგმოს. 

Qatar Airways-ის 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად, მგზავრები, რომლებიც შეუერთდებიან ავიაკომპანიის ჯილდოს მფლობელ ლოიალობის პროგრამას, Privilege Club-ს, პრომო კოდის FLYQR22-ის გამოყენებით, მყისიერად მიიღებენ დამატებით 2500 ბონუს ქულას. მოგზაურებს შეუძლიათ მიიღონ Qatar Airways-ის ჯილდოს მფლობელი სერვისები და ისარგენლონ სპეციალური აქციით, რაც გულისხმობს გარანტირებულ მოქნილობას* 25%-მდე ფასდაკლებით შეძენილ ბიზნეს და ეკონომ კლასის ყველა ბილეთზე, მსოფლიოს 140-ზე მეტი მიმართულებით აზიის, ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და ამერიკის ქვეყნებში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ qatarairways.com/tradeportal-ს ან დაუკავშირდით Qatar Airways-ის გაყიდვების წარმომადგენელს.